Thursday, March 10, 2011
Real madrid (2001-2010)
"რეალის" 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად ფლორენტინო პერესმა და დირექტორთა საბჭომ ერთხმად გადაწყვიტეს მოეწვიათ მისი უდიდებულესობა ესპანეთის მეფე. მონარქმა თავმდაბლად მიიღო მოწვევა.
"რეალის" 100 წლის იუბილემ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. სპორტული მიღწევებიდან გამოსარჩევია, მე-9 ჩემპიონთა ლიგის ტიტული, რომელიც "რეალმა" მოიპოვა გლაზგოში "ბაიერ ლევერკუზენის" დამარცხებით (2-1), პირველი ევროპის სუპერთასი "ფეინოორდის" წინააღმდეგ (2-1), მესამე საკონტინეტთაშორისო თასი "ოლიმპიას" წინააღმდეგ (2-0). ასეთ 100 წლის იუბილეზე ოცნებაც კი არ შეიძლებოდა.
2006 წლის 27 თებერვალს ფლორენტინო პერესმა დატოვა პრეზიდენტის პოსტი. ფერნანდო მარტინი გახდა დროებითი პრეზიდენტი, საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა ლუის გომეს მონტეხანომ.
პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოდა 5 კანდიდატი: რამონ კალდერონი, ხუან პალასიოსი, ხუან მიგელ ვილიარ მირი, ლორენსო სანსი და არტურო ბალდასანო. 2006 წლის 2 ივლისს ხმების დათვლის შედეგად გაიმარჯვა რამონ კალდერონმა.
2006 წლის 5 ივლისს ფაბიო კაპელო მეორედ გახდა "რეალის" მთავარი მწვრთნელი. მან კლუბის მესვეურებს სთხოვა შემდეგი ფეხბურთელების ყიდვა: კანავარო, ემერსონი, დიარა, ნისტელროი და რეიესი. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდში გამოჩნდა სამი ახალწვეული: მარსელო, გაგო, იგუაინი.
ფერენც პუშკაშ ბირო გარდაიცვალა 2006 წლის 17 ნოემბერს. ის დიდი ხანი იტანჯებოდა ავადმყოფობით. იგი 79 წლის ასაკში დაიღუპა.
"რეალის" საპატიო პრეზიდენტმა ალფრედო დი სტეფანომ დააჯილდოვა ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი ოქროს და ბრილიანტის თვლებიანი კლუბის ემბლემით. მადრიდის "რეალმა" ფიფას პრეზიდენტს ასევე მიანიჭა კლუბის საპატიო წევრის წოდება.
სლოგანი "ერთად ჩვენ გავძლებთ, ერთად ჩვენ შევძლებთ" ახდენდა სასწაულებს, ამ სლოგანმა გუნდი და გულშემატკივრები გააერთიანა და შედეგმაც არ დააყოვნა. რეალმა მოიგო 30-ე ლა ლიგა თავისი ისტორიის მანძილზე. მარიდელებმა ჩემპიონობა გაიფორმეს ბოლო ტურში "მალიორკას" ძლევით (3-1).
ერთი კვირის შემდეგ "რეალის" კალათბურთის გუნდმაც მოიგო თავისი 30-ე ტიტული. მათ ფლეიოფში დაამარცხეს "ბარსელონა", "პამესა" და "ჯოვენტუტი". ფინალში "MVP" ჯილდო მიიღო ფელიპე რეიესმა.
2008 წლის 6 მარტს კლუბს შეუსრულდა 106 წელი. კლუბს ჩამოყალიბებიდან დღემდე აქვს შესანიშნავი მიღწევები. "რეალი" მუდამ მისდევდა ერთ პრინციპს "ყოველთვის იბრძოლე გამარჯვებისთვის და პატივი ეცი მოწინააღმდეგეს".
2007/2008 წლების სეზონი დაიწყო ახალი პროექტით, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბერნდ შუსტერი, მისი წყალობით გუნდში გამოჩნდა ისეთი მოთამაშეები როგორებიც არიან: რობენი, დრენტე, სნეიდერი, სავიოლა, მეტსელდერი, ჰეინცე. "რეალმა" პირველი ადგილი ჩემპიონატში დაიკავა მეორე ტურში "ვილიარეალის" განადგურების შემდეგ (5-0), და ეს პოზიცია შეინარჩუნა ბოლომდე. "ბლანკოსმა" სეზონი დაასრულა ყველაზე მეტი გატანილი გოლით(84) და ყველა ცოტა გაშვებული ბურთით(36).
მას შემდეგ რაც ქვეყნის ჩემპიონატი დასრულდა მადრიდის "რეალი" წინასასეზონო მომზადებისათვის გაემართა სხვადასხვა ქალაქებში. ისინი იმყოფებოდნენ ირდინგში, ლონდონში. ბოგოტაში და ფრანკფურტში. წინასასეზონო მომზადების ღირსეული დასასრული იყო ესპანეთის სუპერთასის გათამაშება სადაც მადრიდის "რეალი" "ვალენსიას" ხვდებოდა.
მადრიდის "რეალმა" შესძლო "ვალენისიის" დამარცხება დაძაბულ ბრძოლაში და მე-8-დ მოიგო ესპანეთის სუპერთასი. ამით გუნდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი სიძლიერე და ასევე ის რომ გამარჯვებულის სულის მატარებელია.
2008/2009 წლების სეზონში მადრიდის "რეალში" მოხდა ძირეული ცვლილებები. 2008 წლის 9 დეკემბერს თანამდებობიდან გაანთავისუფლეს ბერნდ შუსტერი, რომლის ნაცვლად მოვიდა ხუანდე რამოსი. 2009 წლის 16 იანვარს პოსტი დატოვა მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა. მის ადგილზე დროებით დაინიშნა "რეალის" ვიცე-პრეზიდენტი ვისენტე ბოლუდა.
2009 წლის 6 მარტს მადრიდის "რეალს" შეუსრულდა 107 წელი. ამ წლების განმავლობაში კლუბმა შექმნა შესანიშნავი ისტორია რის გამოც ფიფამ იგი მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბად დაასახელა.
2009 წლის 1 ივნისს "რეალის" პრეზიდენტად არიჩიეს ფლორენტინო პერესი. არჩევნები არც შემდგარა, რადგან პერესს კონკურენტი არ ჰყავდა. კანდიდატების პასიურობა გამოწვეული იყო ფლორენტინოს პროექტით. გულშემატკივრებმა მას "ილუზიების დამბრუნებელი" უწოდეს. პერესი დაუბრუნდა პრეზიდენტის თანამდებობას რათა დაასრულოს "ბარსელონას" ჰეგემონია. შეიქმნა ახალი პროექტი, გუნდში შეიცვალა სპორტული და გენერალური დირექტორები. გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდებიან "გალაქტიკო 2-ს".
რამონ მენდოსამ 1991 წლის 14 აპრილს დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე. მისი კონკურენტი იყო მწერალი ალფონსო უსია. გამარჯვება მენდოსას დარჩა და იგი 4 წლით კვლავ გახდა "რეალის" პრეზიდენტი.
რამონ მენდოსამ ანტიჩი გაანთავისუფლა პოსტიდან სეზონის შუაში. ამ დროს "რეალი" ლიდერობდა ჩემპიონატს და უახლოეს მდევარს 7 ქულით უსწრებდა. ანტიჩი შეცვალა ჰოლანდიელმა ლეო ბეერჰაკერმა. ჰოლანდიელის ხელმძღვანელობით "რეალმა" დაკარგა ჩემპიონობა ბოლო ტურში, ტენერიფეში ადგილობრივ გუნდ "ტენერიფესთან".
მეორე წელს ზუსტად იგივე სცენარი განმეორდა, ისევ ბოლო ტური და ისევ მარცხი ტენერიფეში "ტენერიფესთან". ამჯერად "რეალს" უკვე ბენიტო ფლორო წრთვნიდა. ბოლო ტურში 2 დაკარგული ტიტულის გამო მადრიდელებმა ტენერიფეს "დაწყევლილი კუნძული" უწოდეს.
"სანტიაგო ბერნაბეუს" რეკონსტრუქცია დაიწყო 1992 წლის 7 თებერვალს და დასრულდა 1994 წლის 7 მაისს. დაიხარჯა 20 მილიონი ევრო.
ბოლო ტურში 2 დაკარგული ტიტულის შემდეგ ხორხე ვალდანო რომელიც "ტენერიფეს" მწვრთნელი იყო, დაბრუნდა მადრიდში "რეალის" მთავარ მწვრთნელად, რათა დაებრუნებინა "რეალისთვის" დიდება.
1995 წლის 20 ნოემბერს 10 წლიანი პრეზიდენტობის შემდეგ რამონ მენდოსა გავიდა პენსიაში. იგი შეცვალა ლორენსო სანსმა.
1996 წლის 20 მაისს ლორენსო სანსმა წარადგინა ახალი მთავარი მწვრთნელი, იტალიელი ფაბიო კაპელო. იგი მადრიდში მილანიდან გადავიდა სადაც 1994 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა. კაპელო "რეალს" მხოლოდ ერთი სეზონი 1996/97 წლებში წვრთნიდა, მაგრამ გუნდს ქვეყნის ჩემპიონობა მაინც მოუტანა.
"ჩემპიონთა ლიგა" მეშვიდედ "რეალმა" მოიგო 1998 წლის 20 მაისს, "ამსტერდამ არენაზე". ბოლოს მათ "ჩემპიონთა ლიგა" მოიგეს 1966 წელს და 32 წლის შემდეგ კვლავ ავიდნენ ევროპის საფეხბურთო მწვერვალზე. "რეალმა" ფინალში დაამარცხა "იუვენტუსი", რომელიც მაშინ ფავორიტად ითვლებოდა. მატჩის ერთადერთი გოლი პრედრაგ მიატოვიჩის ანგარიშზეა.
გუს ჰიდინკი იყო მწვრთნელი მაშინ, როდესაც "რეალმა" მეორედ მოიგო საკონტინენტთაშორისო თასი. რაულის განუმეორებელი გოლი ტოკიოს სტადიონზე და "ბლანკოსმა" გაიმარჯვა 2-1.
ვისენტე დელ ბოსკემ შეცვალა ჯონ ტოშაკი სეზონის შუაში და მიიყვანა "რეალი" "ჩემპიონთა ლიგის" მერვე ტიტულამდე. ეს იყო პირველი ფინალი "ჩემპიონთა ლიგის" ისტორიაში, სადაც ერთმანეთს ხვდებოდნენ ერთი ქვეყნის წარმომადგენელი გუნდები. 2000 წლის 24 მაისი, პარიზის "სენ დენის" სტადიონი, "რეალი" - "ვალენსია", ანგარიში 3-0. ეს იყო მე-20 საუკუნეში "ჩემპიონთა ლიგის" ბოლო ფინალი და ისევე როგორც პირველი, ბოლოც მადრიდის "რეალის" საკუთრება გახდა.
2000 წლის 16 ივლისს ფლორენტინო პერესმა გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში. მის საარჩევნო კამპანიას თან სდევდა ორი სლოგანი: განვათავისუფლოთ კლუბი ისტორიული ვალისაგან და ვიყიდოთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები.
2000 წლის 11 დეკემბერს ფიფას ასამბლეის დროს ფლორენტინო პერესმა და "რეალის" საპატიო პრეზიდენტმა ალფრედო დი სტეფანომ მიიღეს ჯილდო რომლითაც ფიფა აჯილდოვებდა "რეალს", როგორც მე-20 საუკუნის საუკეთესო გუნდს.
Real Madrid (1981-1990)
1980/1981 წლების სეზონს ჰქონდა "რეალისათვის" ცუდი დასასრული. 1981 წლის 26 აპრილს მათ დათმეს ჩემპიონობა მაშინ, როდესაც მადრიდში უკვე ზეიმი იყო. "რეალ სოსიედადმა" 90-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში "ხიხონთან" და მოიპოვა ჩემპიონობა. ერთი თვის შემდეგ 27 მაისს ალან კენედის 82-ე წუთზე გატანილი გოლით "ლივერპულმა" "რეალს" მოუგო "ჩემპიონთა ლიგის" ფინალი.
1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა "სანტიაგო ბერნაბეუზე". დაძაბულ ბრძოლაში იტალიამ 3-1 მოუგო გერმანიას.
1982 წლის 19 მაისს პრეზიდენტმა ლუის დე კარლოსმა "რეალის" მთავარ მწვრთნელად წარადგინა ალფრედო დი სტეფანო, ხოლო "კასტილიის" მწვრთნელად ამანსიო ამარო. ალფრედომ დატოვა მადრიდი 1964 წელს და დაბრუნდა 18 წლის შემდეგ. დი სტეფანომ ხელი მოაწერა 2 წლიან კონტრაქტს და მაშინვე მოიგო ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, მწვრთნელის რანგში რა თქმა უნდა.
1983/1984 წლების სეზონის ბოლოს დი სტეფანომ კვლავ დატოვა კლუბი. მას კონტრაქტი დაუმთავრდა 1984 წლის 30 ივნისს და პრეზიდენტმა გადაწყვიტა აღარ გაეგრძელებინა მისთვის კონტრაქტი.
1984 წლის 12 დეკემბერს ემილიო ბუტრაგენიომ ევროპას აჩვენა თავისი შესანიშნავი თამაში ბელგიური "ანდერლეხტის" წინააღმდეგ. ბელგიელებს პირველი მატჩი მოგებული ჰქონდათ 3-0 და თავი უკვე "უეფას თასის" შემდეგ ეტაპზე გასულები ეგონათ, მაგრამ ბუტრაგენიომ ყველა მათი ოცნება დაამსხვრია. ემილიომ გაიტანა 3 გოლი, 2 ვალდანომ და 1 სანჩისმა. საბოლოო ანგარიში 6-1.
თავის ისტორიაში პირველი ორი "უეფას თასი" "რეალმა" ერთმანეთის მიყოლებით მოიგო. პირველი უნგრეთის "ვიდეოტონის" წინააღმდეგ (3-0; 1-0). მეორე გერმანული "კიოლნის" წინააღმდეგ (5-1; 0-2).
1986/1987 წლების სეზონი ჩაიწერა ესპანეთის ფეხბურთის ისტორიაში როგორც ყველაზე გრძელი სეზონი. 34 ტურის შემდეგ, გუნდებმა კიდევ 10 მატჩი გამართეს. პირველ ექვს ადგილზე გასული გუნდი იბრძოდა ჩემპიონის ტიტულისათვის (რომელიც ბოლოს "რეალმა" მოიგო), მეორე ექვსეული "უეფას თასზე" გამსვლელი ადგილისათვის და ბოლო ექვსეული პირველ დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისათვის.
"რეალმა" ბუტრეგენიოსთან და დანარჩენებთან ერთად მოიგო 5 ლა ლიგა ზედიზედ და გაიმეორა 1960/61 – 1964/65 წლებში მიღწეული რეკორდი. 1989/90 წლების სეზონში "რეალმა" დაამყარა კიდევ ერთი რეკორდი, გაიტანა 107 გოლი 28 თამაშში. ამ წლებში საუკეთესონი იყვნენ ბუტრაგენიო და უგო სანჩესი, რომელმაც მიიღო ოქროს ბუცი სოფიის "ცსკას" ფეხბურთელ ხრისტო სტოიჩკოვთან ერთად.
1990 წლის 17 ნოემბერს ჯონ ბენჟამინ ტოშაკის გაშვების შემდეგ გუნდი ჩაიბარა ალფრედო დი სტეფანოსა და ხოსე ანტონიო კამაჩოს დროებითმა წყვილმა. ამ დროისათვის პრეზიდენტი ცდილობდა დაერწმუნებინა ლუის არაგონესი დაეტოვებინა "ესპანიოლი" და გადმოსულიყო მადრიდში სამუშაოდ. არაგონესმა არ ისურვა კატალონიური კლუბის დატოვება და "რეალის" მწვრთნელად დანიშნეს რადომირ ანტიჩი.
1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა "სანტიაგო ბერნაბეუზე". დაძაბულ ბრძოლაში იტალიამ 3-1 მოუგო გერმანიას.
1982 წლის 19 მაისს პრეზიდენტმა ლუის დე კარლოსმა "რეალის" მთავარ მწვრთნელად წარადგინა ალფრედო დი სტეფანო, ხოლო "კასტილიის" მწვრთნელად ამანსიო ამარო. ალფრედომ დატოვა მადრიდი 1964 წელს და დაბრუნდა 18 წლის შემდეგ. დი სტეფანომ ხელი მოაწერა 2 წლიან კონტრაქტს და მაშინვე მოიგო ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, მწვრთნელის რანგში რა თქმა უნდა.
1983/1984 წლების სეზონის ბოლოს დი სტეფანომ კვლავ დატოვა კლუბი. მას კონტრაქტი დაუმთავრდა 1984 წლის 30 ივნისს და პრეზიდენტმა გადაწყვიტა აღარ გაეგრძელებინა მისთვის კონტრაქტი.
1984 წლის 12 დეკემბერს ემილიო ბუტრაგენიომ ევროპას აჩვენა თავისი შესანიშნავი თამაში ბელგიური "ანდერლეხტის" წინააღმდეგ. ბელგიელებს პირველი მატჩი მოგებული ჰქონდათ 3-0 და თავი უკვე "უეფას თასის" შემდეგ ეტაპზე გასულები ეგონათ, მაგრამ ბუტრაგენიომ ყველა მათი ოცნება დაამსხვრია. ემილიომ გაიტანა 3 გოლი, 2 ვალდანომ და 1 სანჩისმა. საბოლოო ანგარიში 6-1.
თავის ისტორიაში პირველი ორი "უეფას თასი" "რეალმა" ერთმანეთის მიყოლებით მოიგო. პირველი უნგრეთის "ვიდეოტონის" წინააღმდეგ (3-0; 1-0). მეორე გერმანული "კიოლნის" წინააღმდეგ (5-1; 0-2).
1986/1987 წლების სეზონი ჩაიწერა ესპანეთის ფეხბურთის ისტორიაში როგორც ყველაზე გრძელი სეზონი. 34 ტურის შემდეგ, გუნდებმა კიდევ 10 მატჩი გამართეს. პირველ ექვს ადგილზე გასული გუნდი იბრძოდა ჩემპიონის ტიტულისათვის (რომელიც ბოლოს "რეალმა" მოიგო), მეორე ექვსეული "უეფას თასზე" გამსვლელი ადგილისათვის და ბოლო ექვსეული პირველ დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისათვის.
"რეალმა" ბუტრეგენიოსთან და დანარჩენებთან ერთად მოიგო 5 ლა ლიგა ზედიზედ და გაიმეორა 1960/61 – 1964/65 წლებში მიღწეული რეკორდი. 1989/90 წლების სეზონში "რეალმა" დაამყარა კიდევ ერთი რეკორდი, გაიტანა 107 გოლი 28 თამაშში. ამ წლებში საუკეთესონი იყვნენ ბუტრაგენიო და უგო სანჩესი, რომელმაც მიიღო ოქროს ბუცი სოფიის "ცსკას" ფეხბურთელ ხრისტო სტოიჩკოვთან ერთად.
1990 წლის 17 ნოემბერს ჯონ ბენჟამინ ტოშაკის გაშვების შემდეგ გუნდი ჩაიბარა ალფრედო დი სტეფანოსა და ხოსე ანტონიო კამაჩოს დროებითმა წყვილმა. ამ დროისათვის პრეზიდენტი ცდილობდა დაერწმუნებინა ლუის არაგონესი დაეტოვებინა "ესპანიოლი" და გადმოსულიყო მადრიდში სამუშაოდ. არაგონესმა არ ისურვა კატალონიური კლუბის დატოვება და "რეალის" მწვრთნელად დანიშნეს რადომირ ანტიჩი.
Real Madrid (1971-1980)
მადრიდის "რეალმა" უეფას თასზე პირველად ითამაშა 1970/1971 წლების სეზონში და გავიდა ფინალში. ფინალამდე მათ დაამარცხეს "ჰიბერნიანი", "ინსბურკი", "კარდიფ სიტი" და "პსვ". საბერძნეთის სტადიონ "კარაიკირისზე" 1971 წლის 19 მაისს ერთმანეთს შეხვდნენ "რეალი" და "ჩელსი". ძირითადი დრო დასრულდა 1-1, დამატებით დროში კი ვერცერთმა გუნდმა ვერ შესძლო გადამწყვეტი გოლის გატანა. ვინაიდან მაშინ პენალტების სერია არ იყო, გუნდებმა ითამაშეს მეორე მატჩი, რომელიც შედგა 21 მაისს და "ჩელსიმ" გაიმარჯვა 2-1.
1973 წლის 8 სექტემბერს შეიქმნა ”სანტიაგო ბერნაბეუს” გადაკეთების პროექტი. ახალი პროექტის მიხედვით სტადიონის ტევადობა უნდა გაზრდილიყო 125 000 მაყურებლამდე და უნდა მოწყობილიყო 8 000 ავტომობილზე გათვალისწინებული პარკირების მოედანი. ქალაქის მერმა კარლოს არიას ნავარომ პროექტი დაბლოკა.
მიგელ მუნიოსი "რეალის" მწვრთნელი გახდა 1960 წელს, როდესაც ეს პოსტი დატოვა ფლეიტას სოლიჩმა. მუნიოსს პოსტის დატოვების მომენტისათვის "რეალთან" ერთად მოგებული ჰქონდა: 9 ესპანეთის ჩემპიონობა, 2 ესპანეთის თასი, 2 ჩემპიონთა ლიგა და 1 საკონტინენტთაშორისო თასი. 14 ტიტული 14 სეზონში. 1974 წლის 15 იანვარს სანტიაგო ბერნაბეუმ გაანთავისუფლა მუნიოსი. ლუის მილოვანმა შეცვალა "რეალის" მწვრთნელის პოსტზე ცოცხალი ლეგენდა.
1974/1975 წლების სეზონის შემდეგ ლუის მილოვანის პოსტი დაიკავა იუგოსლაველმა მილან მილიანიჩმა. მან კონტრაქტს ხელი მოაწერა 1974 წლის 5 ივლისს და მას შემდეგ გუნდი აჩვენებდა არაშთამბეჭდავ ფეხბურთს, რომელიც ძირითადად დამყარებული იყო ფიზიკურ მომზადებასა და პრიმიტიულ ტაქტიკურ სქემებზე. ამ სტრატეგიამ გუნდს მოაგებინა 2 ლა ლიგა და 1 ესპანეთის თასი 3 სეზონში. მეორე იუგოსლაველმა ვუიდან ბოშკოვმა გუნდი ჩაიბარა 1979 წელს და მას წვრთნიდა 1981/1982 წლების ნახევრამდე. მან გუნდთან ერთად მოიგო ლა ლიგა და ესპანეთის თასი.
ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი ღამე "სანტიაგო ბერნაბეუზე" იყო 1975 წლის 5 ნოემბრის ღამე. "რეალს" პირველი მატჩი "დერბი ქაუნთთან" წაგებული ჰქონდა 4-1. "ჩემპიონთა ლიგის" მერვედფინალის განმეორებითი მატჩში "რეალმა" ძირითადი დრო მოიგო 4-1, დამატებით დროში კი სანტილიანამ გაიტანა გამარჯვების გოლი. ეს იყო მადრიდელთა დაბრუნების დასაწყისი.
"რეალის" 75 წლის იუბილე არ სარგებლობდა გულშემატკივრების მხარდაჭერით გუნდის მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ის იყო, რომ სანტიაგო ბერნაბეუმ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა პრეზიდენტის პოსტი. იუბილეს აღსანიშნავად ჩატარდა ტურნირი არგენტინის ნაკრებს, ირანის ნაკრებს, მაროკოს გუნდ "მოლოუდია ჩაბაიასა" და მადრიდის "რეალს" შორის. "რეალისა" და არგენტინის ნაკრების შეხვედრისას სტადიონი ნახევრად ცარიელი იყო. "თეთრებმა" გაიმარჯვეს 1-0 ვისენტე დელ ბოსკეს გოლის წყალობით.
სანტიაგო ბერნაბეუ გარდაიცვალა საკუთარ სახლში 1978 წლის 2 ივნისს, 83 წლის ასაკში. მისმა სიკვდილმა წერტილი დაუსვა მის 35 წლიან პრეზიდენტობას. მადრიდის "რეალს" უსამძიმრებდნენ მთელი მსოფლიოდან. დაკრძალვის ცერემონია ჩატარდა 3 ივნისს ბერნაბეუს სოფელ "ალმანასში".
რაიმუნდო საპორტამ დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები. 1978 წლის 26 ივლისი იყო ბოლო ვადა კანდიდატურის წარსადგენად. კლუბის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ლუის დე კარლოსმა წარმოადგინა 3 352 ხმა მის სასარგებლოდ იმ დროისათვის, როცა მისმა კონკურენტებმა გინეკოლოგმა კამპოს გილმა და ყვავილების გამყიდველმა ხოსე დაგერემ ხმების მინიმალური რაოდენობაც ვერ შეაგროვეს. ლუის დე კარლოსი გახდა "რეალის" პრეზიდენტი.
1980 წლის 4 ივნისს "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგა ყველაზე "თეთრი" ესპანეთის თასის ფინალი. ერთმანეთს შეხვდა "მადრიდის რეალი" და "კასტილია" ("რეალის" მეორე გუნდი). "კასტილია" შეიქმნა 1972 წლის 21 ივლისს. მან ფინალამდე დაამარცხა: "ჰერკულესი", ბილბაოს "ატლეტიკი", "რეალ სოსიედადი" და ხიხონის "სპორტინგი". მადრიდის "რეალმა" ფინალში გაანადგურა ისინი 6-1.
1980 წელს "რეალი" დაასახელეს ევროპის საუკეთესო გუნდად. მხედველობაში იქნა მიღებული იმ წელს მოგებული ლა ლიგა და ესპანეთის თასი, ასევე ის რომ "რეალი" გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.
Real Madrid (1961-1970)
მადრიდის "რეალი" პირველად გამოვარდა ჩემპიონთა თასიდან 1960 წლის ნოემბერში "ბარსელონასთან". კატალონიელების ამ გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშეს ინგლისელმა არბიტრებმა ელისმა და ლიფმა. ელისი მსაჯობდა პირველ მატჩს "სანტიაგო ბერნაბეუზე". მან დანიშნა უსამართლო თერთმეტმეტრიანი "რეალის" კარში, მატჩი დასრულდა 2-2. "კამპ ნოუზე" ლიფმა არ ჩათვალა "რეალის" მიერ გატანილი 4 გოლი. "ბარსელონამ" მოიგო 2-1. საერთაშორისო პრესამ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა ორივე არბიტრი. ასევე პრესაში გაჩნდა ტერმინი "მადრიციდი"(სუიციდი).
მადრიდის "რეალმა" "ბარსელონაზე" შური იძია 11 დღის შემდეგ, მოუგო რა 4 დეკემბერს "კამპ ნოუზე" 5-3.
1961 წლის 8 თებერვალს "რეალმა" პირველად ითამაშა "მარაკანაზე". ისინი შეხვდნენ "ვასკო და გამას". პირველი ტაიმის ბოლოს ბრაზილიელები იგებდნენ 2-0-ს. მეორე ნახევარში მადრიდის "რეალმა" იპოვა თავისი თამაში და მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა.
ჩილეში მიმდინარე 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების მთვარმა მწვრთნელმა პაბლო ჰერნანდეს კორონადომ მიიწვია მადრიდის "რეალის" 7 ფეხბურთელი. ესენი იყვნენ: დი სტეფანო, სანტამარია, პუშკაში, პაჩინი, დელ სოლი, ჰენტო და არაკისტინი. სამწუხაროდ დი სტეფანომ ტრამვა მიიღო და ტურნირის გამოტოვება მოუწია.
ალფრედო დი სტეფანო გაიტაცეს კარაკასის სასტუმრო "პოტომაკიდან", სადაც იმყოფებოდა მადრიდის "რეალი" საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის დროს. ის გაიტაცეს 1963 წლის 21 აგვისტოს ღამით, გამტაცებლები იყვნენ ვენესუელის განმანთავისუფლებელი ფრონტის წევრები, დი სტეფანო გაანთავისუფლეს 3 დღის შემდეგ.
1956 წლის გენერალურ ასამბლეაზე ერთხმად იქნა მიღებული წინადადება იმის შესახებ, რომ აშენებულიყო პირველი "რეალ მადრიდ სიტი". 7 წლის შემდეგ 1963 წლის 18 მაისს შედგა გახსნა. ჩატარდა ტურნირი მსუბუქ ტანვარჯიშში.
ალფრედო დი სტეფანომ თავისი ბოლო მატჩი "რეალის" შემადგენლობაში ითამაშა ვენის სტადიონ "პრატერზე" მილანის "ინტერის" წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის მე-8 ფინალში სადაც იტალიელებმა იმარჯვეს 3-1. დი სტეფანოს ჰქონდა კონფლიქტი გუნდის მთავარ მწვრთნელ მიგელ მუნიოსთან, სანტიაგო ბერნაბეუმ კი ამ უკანასკნელის მხარე დაიჭირა. პრეზიდენტმა შესთვაზა მას დარჩენილიყო კლუბში სხვა თანამდებობაზე. მან უარი განაცხადა და გადავიდა "ესპანიოლში".
მადრიდის "რეალი" არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც ორჯერ მოიგო 5 ლა ლიგა ზედიზედ. პირველად ეს მოხდა 1960/1961 – 1964/1965 წლების სეზონში, მათ ეს შედეგი გაიმეორეს 1985/1986 – 1989/1990 წლებში. არცერთ სხვა ესპანურ გუნდს არ აქვს ეს რეკორდი განმეორებულიც კი.
რადიკალურმა ცვლილებებმა მუნიოსის გუნდში შედეგი მოიტანა 1966 წელს. მაშინ მათ მეექვსედ აღმართეს "ჩემპიონთა ლიგის" თასი. 1966 წლის 11 მაისს ბრიუსელის სტადიონ "ჰეისელზე" "რეალმა" დაამარცხა ბელგრადის "პარტიზანი" 2-1. გუნდის შემადგენლობა: არაკისტაინი, პაჩინი, დე ფელიპე, სანჩისი, პირიე სოკო, სერენა, ამანსიო, გროსო, ველასკესი, ჰენტო.
როგორც იყო მიღებული, გაიმართა სამი მატჩი რათა გაეცილებინათ სამი ლეგენდარული ფეხბურთელი: დი სტეფანო, სანტამარია და პუშკაში. ისინი უკვე იყვნენ კლუბის ლეგენდები. გულშემატკივრებმა მათ დაუვიწყარი აპლოდისმენტები
აჩუქეს.
Real Madrid (1951-1961)
"რეალის" ხელმძღვანელობა სანტიაგო ბერნაბეუს მეთაურობით არ ზოგავდა არც ფულს და არც ძალას კლუბის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად. ეს იუბილე კლუბს დაუჯდა 20 მილიონი პესეტი. ჩატარებულ იქნა შესანიშნავი ტურნირი. კლუბმა არ დაივიწყა სხვა სპორტის სახეობები და ჩაატარეს ტურნირი: კალათბურთში, ხელბურთში, რესლინგში, ხარების ბრძოლასა და ჭადრაკში. ორგანიზაციულ საკითხებზე პასუხისმგებლები იყვნენ ბენიტო პიკო და მანოლო საუარესი.
ფეხბურთში გამართული ტურნირი მოიგო "მილიონარიოსმა" შვედურ "ნორჩიოპინგთან" და მადრიდის "რეალთან" გამარჯვების შემდეგ. საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს დი სტეფანო.
ესპანეთის კალათბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა გენერალმა კუერეჟეტამ ურჩია სანტიაგო ბერნაბეუს გაეფორმებინა კონტრაქტი რაიმუნდო საპორტასთან. საპორტა გუნდს შეუერთდა მას შემდეგ რაც შესანიშნავად გაუკეთა ორგანიზება რეალის 50 წლის იუბილეზე კალათბურთში გამართულ ტურნირს. მას შემდეგ მისი ავტორიტეტი სულ უფრო იზრდებოდა ბერნაბეუს თვალში. იგი გახდა ნამდვილი "ტვინი" გუნდისათვის.
ალფრედო დი სტეფანო ბერნაბეუს შეხვდა 1952 წლის მარტში, "რეალის" იუბილეს დროს. მისი "რეალში" ტრანსფერის ისტორია კი ნამდვილი "საპნის ოპერა" იყო. ამ ტრანსფერში სანტიაგო ბერნაბეუმ, რაიმუნდო საპორტამ, "ბარსელონას" პრეზიდენტმა ენრიკე მარტიმ და ტექნიკურმა დირექტორმა ხოსე სამიტიერმა, "მილიონარიოსის" პრეზიდენტმა ალფონსო სენორმა, "რივერ პლიეიტის" პრეზიდენტმა ენრიკე პარდომ და ფიფას წარმომადგენელმა მუნიოს კალერომ ითამაშეს მთავარი როლები. ბერნაბეუს სტრატეგიისა და ენრიკე მარტის შეცდომების შედეგად დი სტეფანო გახდა "რეალის" ფეხბურთელი.
1953 წლის 23 სექტემბერს 10:30 ალფრედო დი სტეფანო, ცოლთან და ქალიშვილთან ერთად ჩამოვიდა ბარსელონადან მადრიდში. როგორც კი ის შევიდა მადრიდის სადგურ "atoxa"-ში, მაშინვე გაემართა კლუბთან, გაიარა სამედიცინო შემოწმება, ისადილა, დატოვა თავისი ოჯახი სასტუმროში, გასახდელში შეხვდა თავის ახალ თანაგუნდელებს და 15:30 ითამაშა პირველი შეხვედრა მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში. ეს იყო ამხანაგური მატჩი "ნანსის" წინააღმდეგ, რომელშიც "თეთრები" დამარცხდნენ 4-2, დი სტეფანომ გაიტანა თავისი პირველი "მადრიდული" გოლი 67-ე წუთზე.
"რეალის" ფეხბურთელი ხოაკინ ნავარო - ცნობილი მცველი იყო პირველი ესპანელი ფეხბურთელი რომელმაც ითამაშა ფიფას მიერ შედგენილ ევროპის ნაკრებში, "უემბლიზე" ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის 90 წლის იუბილის აღსანიშნავ მატჩში.
ალფერდო დი სტეფანოს გადმოსვლამ "რეალს" დაუბრუნა ტიტულები და მათ 21 წლის შემდეგ კვლავ მოიგეს ლა ლიგა. 21 წლის შემდეგ გულშემატკივრებს კვლავ შეეძლოთ სკანდირება "HALA MADRID" და ამას მწვრთნელ ენრიკე ფერნანდესს უნდა უმადლოდნენ.
1955 წლის 4 იანვარს გენერალური ასამბლეის წევრებმა წამოაყენეს წინადადება "ჩემარტენისათვის" შეეცვალათ სახელწოდება და ეწოდებინათ "სანტიაგო ბერნაბეუ". წინადადება ერთხმად იქნა მიღებული. პრეზიდენტმა მიიღო ეს პატივისცემა რადგან ეს კლუბის წევრების ნება იყო.
სანტიაგო ბერნაბეუ იყო ერთ-ერთი მათგანი რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს საერთასორისო ტურნირის ჩამოყალიბებას, რომელიც დღეს "ჩემპიონთა ლიგის" სახელითაა ცნობილი. 1955 წლის 2 აპრილს ევროპის პრესტიჟული კლუბების წარმომადგენლები შეიკრიბნენ პარიზში და ჩამოაყალიბეს ეს ტურნირი.
"რეალმა" ითამაშა პირველივე ჩატარებულ ტურნირზე, 1955 წლის 8 სექტემბერს, ჟენევაში "სერვეტის" წინააღმდეგ და გაიმარჯვეს 2-0 მუნიოსის და რიალის გოლების წყალობით.
"სერვეტთან" გამარჯვების შემდეგ "რეალმა" დაამარცხა ისეთი რთული მეტოქეები როგორებიც არიან ბელგრადის "პარტიზანი" და "მილანი", ფინალში რომელიც პარიზში გაიმართა "რეალმა" დაამარცხა "რეიმსი" 4-3. მატჩის მიმდინარეობისას მადრიდელები მარცხდებოდნენ 0-2. ეს იყო 1956 წლის 13 ივნისი. "რეალის" შემადგენლობაში იყვნენ: ხუან ალონსო, ატენზა, მარკიტოსი, ლესმესი, სარაგა, ხოსეიტო, მარსელი, დი სტეფანო, რიალი, ჰენტო.
1957 წლის 18 მარტს "რეალმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაამონტაჟა ახალი განათების სისტემა. 70 000-მა მაყურებელმა ნახა "რეალის" მიერ ბრაზილიური "რესიფის" დამარცხება 5-3 "ახალ სინათლეზე".
1957 წლის 30 მაისს 125 000 მაყურებელი იყო მოწმე იმისა თუ როგორ მოიგო "რეალმა" მეორედ ევროპის ჩემპიონთა თასი. ამჯერად ფინალში მოუგეს "ფიორენტინას". გოლები: 70 წუთზე დი სტეფანომ გაიტანა პენალტი, 6 წუთის შემდეგ კი ჰენტომ ოსტატურად გადაუგდო ბურთი მეკარეს თავზე. საბოლოო ანგარიში 2-0 დაფიქსირდა. "რეალის" საწყისი შემადგენლობა ასეთი იყო: ხუან ალონსო, ტორესი, მარკიტოსი, ლესმესი, მუნიოსი, სარაგა, კოპა, მატეოსი, დი სტეფანო, რიალი, ჰენტო.
ალფრედო დი სტეფანომ მიიღო თავისი პირველი "BALOON D’OR" ჯილდო - 1958 წლის 23 იანვარს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ჟაკ ფერანასაგან. ცერემონია ჩატარდა "სანტიაგო ბერნაბეუზე", სპეციალურად ამ დღისთვის ჩატარდა "რეალი"-"სევილია", დი სტეფანომ კი გაიტანა 4 გოლი სევილიელების კარში გატანილი 8 გოლიდან. დი სტეფანო 1959 წელს კვლავ მოიპოვა ეს ჯილდო.
"რეალმა" ევროპის ჩემპიონთა თასი მესამედ მოიგო ბრიუსელის სტადიონ "ჰეისელზე" მოუგო "მილანს" დამატებით დროში 3-2. ჰენტოს გოლმა დამატებით დროში მოუტანა "რეალს" ჩემპიონობა.
"რეალმა" მეოთხედაც მოიგო ჩემპიონთა თასი შემდეგ წელს. ფინალი გაიმართა შტუტგარტში სადაც "რეალი" შეხვდა ძველ მეტოქეს "რეიმსს". მატჩი დასრულდა 2-0, გოლები გაიტანეს დი სტეფანომ და მატეოსმა. "რეალი" უკვე ითვლებოდა ევროპის საუკეთესო გუნდად.
1960 წელს "რეალმა" კვლავ მოიგო ჩემპიონთა თასი, გლაზგოში "ჰეპდენ პარკზე" "რეალმა" გაანადგურა ფრანკფურტის "აინტრახტი 7-3. 4 გოლი გაიტანა პუშკაშმა, 3 დი სტეფანომ.
პირველ საკონტინენტთაშორისო თასზე, ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული "პენაროლ მონტევიდეო" ხვდებოდა "რეალს". პირველი მატჩი ურუგვაის დედაქალაქში დასრულდა ნულოვანი ფრით. საპასუხო მატჩი შედგა 1960 წლის 4 სექტემბერს "სანტიაგო ბერნაბეუზე", სადაც "რეალმა" მიგო 5-1. საწყისი შემადგენლობა: დომინგესი, მარკიტოსი, სანტამარია, პაჩინი, ვიდალი, სარაგა, ხერერა, დელ სოლი, დი სტეფანო, პუშკაში, ჰენტო.
Real Madrid (1911-1920)
ანტონი, მარსელო და სანტიაგო ბერნაბეუ შეუერთდნენ "საფეხბურთო კლუბ მადრიდს" მე-20 საუკუნის დასაწყისში და სამუდამოდ დატოვეს კვალი მის ისტორიაში. ანტონის ჰქონდა ორგანიზაციული ნიჭი: ის იყო საფეხბურთო კლუბ "ბოლონიის" ერთ-ერთი ჩამომყალიბებელი, შემდეგ იგი გახდა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. მარსელო იყო წამყვანი მოთამაშე, სანტიაგო ბერნაბეუ კი იყო ყველაფერი გუნდისათვის: მოთამაშე, დელეგატი, დირექტორი, უბრალო თანამშრომელი და პრეზიდენტი.
სანტიაგო ბერნაბეუს ჰქონდა დებიუტი 1912 წლის 3 მარტს, როდესაც ის ჯერ კიდევ 16 წლის იყო. ეს იყო ამხანაგური მატჩი ინგლისურ სპორტულ კლუბთან. მატჩი შედგა "pradera del corregior"-ის მოედანზე მდინარე კანზარესის პირას. მადრიდულმა გუნდმა გაიმარჯვა 2-1. ბერნაბეუ თამაშობდა მარცხენა ნახევარმცველად, მან გაიტანა გადამწყვეტი გოლი.
ადოლფო მელენდესი რომელიც ორჯერ 1908-1910 და 1913-1916 წლებში იყო "რეალის" პრეზიდენტი, ხელმძღვანელობდა შეხვედრას მადრიდში, რომლის დროსაც შეიქმნა "madrilenian F A". მან ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმად უნდა ჩატარებულიყო ქალაქ მადრიდის ჩემპიონატი და გამარჯვებულს უნდა ეთამაშა ესპანეთის ჩემპიონატში.
1912 წლის 31 ოქტომბერს შედგა სტადიონ "o’donell"-ის გახსნა. იმ მოხალისეებს შორის რომლებიც მუშაობდნენ სტადიონის მშენებლობაზე. იყვნენ ძმები სანტიაგო და მარსელო ბერნაბეუები. მათ გაწეული სამუშაოსათვის არ აუღიათ არც ერთი პესეტი. სტადიონს ჰქონდა ხის ტრიბუნები რომელიც 200 მაყურებელს იტევდა. მშენებლობაზე დაიხარჯა 13 000 პესეტი. მოედნის გახსნაზე შედგა მატჩი ირანის "სპორტინგთან" და იგი 0-0 დასრულდა.
ქალაქის რეგიონალური ჩემპიონატი ყოველთვის დაკავშირებული იქნება მადრიდის "რეალის" ისტორიასთან. მადრიდელებმა 18 ჩატარებული ტურნირიდან 12-ში იმარჯვეს.
1916 წლის ესპანეთის თასის ნახევარფინალი, "მადრიდი - ბარსელონას" შორის, ჩამოყალიბდა სამუდამო დაპირისპირებად. იმის გამო, რომ მაშინ დამატებითი დრო არ არსებობდა, გუნდებს გამარჯვებულის გამოსავლენად 4 მატჩის ჩატარება დასჭირდათ. პირევლი მატჩი "ბარსელონამ" მოიგო 2-1, მაგრამ მეორე თამაშში მადრიდელებმა ღისეული რევანში აიღეს და გაანადგურეს კატალონიელები 4-1. მე-4 თამაშის პირველი ტაიმის ბოლოს საერთო ანგარიში იყო 6-6. შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე ცნობილმა ბარსელონელმა "romperego" პაულინიო ალკანტარამ გახსნა ანგარიში, შემდეგ სანტიაგო ბერნაბეუმ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი. მეორე ტაიმში მადრიდელებს გაეხსნათ არავინ იცის მერამდენე სუნთქვა და გაიტანეს 4 გოლი, რასაც კატალონიელებმა მხოლოდ ერთით უპასუხეს.
ასეთი მარათონის შემდეგ (ერთ კვირაში 4 მატჩი) მადრიდელები ფეხზე ძლივს იდგნენ და მხოლოდ სასწაულით გადაურჩნენ ტრამვებს. ამის გამო ისინი ფინალში ბილბაოს "ატლეტიკთან" დამარცხდნენ 4-0.
"ბარსელონასთან" ნახევაფინალის ბოლო მატჩის დროს, კატალონიელებმა 7 წუთით ადრე დატოვეს მოედანი რადგან ისინი თვლიდნენ რომ "თეთრებმა" მე-4 გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანეს. ფინალის დროს რომელიც ბარსელონაში იმართებოდა, ესპანეთის გვარდია იცავდა გასახდელისკენ მიმავალ მადრიდელებს, მოგვიანებით კი მათი ავტობუსი და სასტუმრო სადაც ისინი იყვნენ დაბანაკებულნი გახდა კატალონიელების მიერ ნასროლი ქვების მსხვერპლი. ასე დაიწყო "საომარი მოქმედებები" ამ ორ კლუბს შორის.
1920 წლის 20 ივნისს კლუბმა მიიღო ჯილდო მისი უდიდებულესობა ალფონსო XIII-საგან, რომელმაც "მადრიდს" უბოძა ტიტული "სამეფო", რომელიც ესპანურად ჟღერს როგორც "რეალ". გუნდის ხელმძღვანელობა მოუთმენლად ელოდა მეფის ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას, რომელმაც იურიდიულად შეუცვალა კლუბს სახელი.
1920 წელს "მადრიდის რეალი" გაემგზავრა თავის პიველ ტურნეში, მათ უნდა გაემართათ 5 მატჩი იტალიაში. ეს ტურნე ორგანიზებული იყო ნატალიო რივასის მიერ რომელიც "ბოლონიის" ერთ-ერთი ჩამომყალიბებელი და "მადრიდის" ფეხბურთელი გახლდათ. ამ ტურნეს ბიუჯეტი ძალიან მცირე იყო და ამიტომ ფეხბურთელები იძულებულნი იყვნენ ესადილათ ყველაზე იაფ რესტორანში რომელსაც კი ნახავდნენ.
Real Madrid (1900-1910)

არაოფიციალურად ჩამოყალიბებულ საფეხბურთო კლუბ "მადრიდს" წრთვნიდა ხულიან პალასიოსი. ეს გუნდი სულ 50 კაცისგან შედგებოდა.
პირველი მოედანი სადაც "მადრიდი" თამაშობდა მდებარეობდა "velazquez" ქუჩაზე. ხოლო მეორე მოედანი სადაც ისინი გადავიდნენ მდებარეობდა კორიდის მოედნის გვერდით. ამ მოედანზე ხშირად იმყოფებოდა დედოფალი მარია კრისტინა. კლუბი იჯარაში იხდიდა 150 პესეტს წელიწადში, ფეხბურთელებს, იმის გამო, რომ გასახდელი არ ჰქონდათ, ფორმების ჩაცმა საპირფარეშოში უწევდათ.
1902 წლის 6 მარტს გუნდის მესვეურების მორიგი შეკრებისას ოფიციალურად შეიქმნა "საფეხბურთო კლუბი მადრიდი". 18 აპრილს გუნდის საბჭომ შეიმუშავა კლუბის წესდება, რომელიც 3 თავისა და 22 მუხლისგან შედგებოდა. 1902 წლის 22 აპრილს პროვინციის გუბერნატორმა ხოსე სანჩეს გუერამ თანხმობა მისცა საბჭოს გუნდის შექმნაზე.
ალფონსო XIII-ის ტახტზე ასვლის საპატივცემულოდ, 1902 წლის მაისში, მადრიდის სტადიონ "იპოდრომზე", ლუიზა ბერმენილოს ინიციატივით რომელიც მუშაობდა სამეფო ოჯახში, გაიმართა ესპანეთის პირველი ჩემპიონატი. ამ ტურნირს ორგანიზება ქალაქის თავმა და მოსამართემ, ალბერტო აგილერამ გაუკეთა. მან პრიზად დააწესა ვერცხლის თასი. ტურნირში 5 გუნდი მონაწილეობდა - "მადრიდი", "ბარსელონა", "ესპანიოლი", "ბასკეთის ნაკრები" (მომავალი ბილბაოს "ატლეტიკი"), და მადრიდული "new football club", რომელიც ძირითადად იმ ფეხბურთელებისაგან შედგებოდა რომლებიც "მადრიდის" ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდნენ. გამარჯვებული გახდა "ბასკეთის ნაკრები" რომელმაც ფინალში "ბარსელონას" სძლია 2-1.
ამ ტურნირში პირველად გაიმართა ”მადრიდი - ბარსელონას” შეხვედრა. მაშინ "ბარსელონამ" გაიმარჯვა ანგარიშით 3-1. ეს გამარჯვება "ბარსელონას" შემადგენლობაში მოთამაშე 6 უცხოელის დამსახურება იყო. გოლი "მადრიდის" შემადგენლობიდან ჯონსონის ანგარიშზეა, რომელმაც შეამცირა ანგარიშის სხვაობა 1-მდე. ამის შემდეგ კარგი შანსი გაუშვა ხელიდან პალასიოსმა. ბოლოს კატალონიელებმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. მეორე ნახევარფინალში "ბასკეთის ნაკრებმა" გაანადგურა "new football club" ანგარიშით 8-1. "მადრიდმა" დაიკავა მესამე ადგილი მოუგო რა "ესპანიოლს" 3-1. საინტერესო ფაქტია ის რომ, "მადრიდის" პრეზიდენტი მსაჯობდა გადამწყვეტ მატჩს "ბასკეთის ნაკრებსა" და "ბარსელონას" შორის.
ალფონსო ალბინეზ ჯორდანი იყო პირველი ფეხბურთელი, რომელიც გადავიდა "ბარსელონადან" "მადრიდში". 1902 წლის 23 მაისს გაზეთებმა დაადასტურეს ეს ტრანსფერი შემდეგი სიტყვებით: "ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ მისტერ ალბინეზი რომელიც იყო "ბარსელონას" ფეხბურთელი შეუერთდა საფეხბურთო კლუბ "მადრიდს"".
"მადრიდი" მიწვეული იქნა ”el escorial“-ის აღსანიშნავ ტურნირზე. პროგრამის ნაწილი იყო შეხვედრა ”მადრიდსა” და ”მონკლოას” შორის. 1902 წლის 11 აგვისტოს მონასტერის წინ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 6-5 მადრიდის სასარგებლოდ. გამარჯვებული დააჯილდოვეს ორი კერამიკული თასით, რომელიც არის კლუბის პირველი მოპოვებული ჯილდო.
კარლოს პადროსი, "მადრიდის" პრეზიდენტი 1904-1908 წლებში, იყო ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ასევე მადრიდის ჩემპიონატის ორგანიზატორი და "federation internatinale de football association"-ის (ფიფა) წევრი 1904 წელს.
როგორც საფეხბურთო კლუბ "მადრიდის" პრეზიდენტი, კარლოს პადროსი გრძნობდა ქალაქ მადრიდის ჩემპიონატის ჩამოყალიბების აუცილებლობას, რომელიც პირველად 1904-1905 წლებში შედგა. ეს ტურნირი სულ 9-ჯერ ჩატარდა და საფეხბურთო კლუბმა "მადრიდმა" იგი 5-ჯერ მოიგო.
1905 წლის 18 აპრილს, მადრიდის სტადიონ "რეტორზე" თასის ფინალში "საფეხბურთო კლუბი მადრიდი" შეხვდა თასის ორგზის მფლობელ ბილბაოს "ატლეტიკს". ერთადერთი გოლი მატჩის 70-ე წუთზე პრასტომ გაიტანა. ამ გამარჯვებით "თეთრებმა" მოიგეს პირველი ოფიციალური ტიტული.
"ბლანკოსმა" გაუკეთა ორგანიზება ამხანაგურ შეხვედრას ფრანგულ "გალთან", საფრანგეთის პრეზიდენტის მადრიდში ვიზიტის აღსანიშნავად. მატჩი შედგა 1905 წლის 23 ოქტომბერს და იგი 1-1 დასრულდა. ეს იყო პირველი საერთაშორისო მატჩი რომელიც ქალაქ მადრიდში გაიმართა.
ესპანეთის ჩემპიონატი "საფეხბურთო კლუბმა მადრიდმა" ზედიზედ 4-ჯერ მოიგო (1905, 1906, 1907, 1908 წლებში). ისინი ოთხი წლის განმავლობაში იდგნენ ესპანური ფეხბურთის მწვერვალზე.
1909 წლის 4 იანვარს შეიკრიბნენ ესპანური კლუბების წარმომადგენლები და ჩამოაყალიბეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია. "მადრიდის" პრეზიდენტმა ალფონსო მელენდესმა მოაწერა ხელი მის ჩამოყალიბებას. 1909 წლის 11 ნოემბერს ქალაქ მადრიდში, ოფიციალურად გაფორმდა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის შექმნა.
ხოსე ანხელ ბერაონდო თამაშობდა მნიშვნელოვან როლს იმ წარმატებაში რასაც "მადრიდმა" 1905-1908 წლებში მიაღწია. ის იყო ერთდროულად, მოთამაშე, ვიცე პრეზიდენტი და დროებითი პრეზიდენტიც კი. 1909 წელს იგი დაბრუნდა მშობლიურ ქალაქ სან სებასტიანში და რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად ჩამოაყალიბა საფეხბურთო გუნდი "რეალ სოსიედადი".
1910 წელს "ბლანკოსმა" დატოვა პრიმიტიული მოედანი რომელიც "barllring"-ის მოედანზე მდებარეობდა, რათა გადასულიყვნენ "o’donnell"-ის მოედანზე, რომელიც მდებარეობდა "narvaez, o’donnell, duque de sesto და fernan gonzalez"-ის ქუჩებს შორის. "მადრიდი" იჯარაში იხდიდა 1000 პესეტს (6 ევრო) თვეში. მოედანი იყო 115 მეტრი სიგრძის და 85 მეტრი სიგანის. ორი წლის შემდეგ, 1912 წელს კლუბმა მოედანს მესერი შემოავლო. ამ დროს შეიქმნა კლუბის პირველი ემბლემა რომელიც გუნდს ჰქონდა 1931 წლამდე.
Subscribe to:
Posts (Atom)