Thursday, March 10, 2011

Real Madrid (1981-1990)





1980/1981 წლების სეზონს ჰქონდა "რეალისათვის" ცუდი დასასრული. 1981 წლის 26 აპრილს მათ დათმეს ჩემპიონობა მაშინ, როდესაც მადრიდში უკვე ზეიმი იყო. "რეალ სოსიედადმა" 90-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში "ხიხონთან" და მოიპოვა ჩემპიონობა. ერთი თვის შემდეგ 27 მაისს ალან კენედის 82-ე წუთზე გატანილი გოლით "ლივერპულმა" "რეალს" მოუგო "ჩემპიონთა ლიგის" ფინალი.
1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა "სანტიაგო ბერნაბეუზე". დაძაბულ ბრძოლაში იტალიამ 3-1 მოუგო გერმანიას.
1982 წლის 19 მაისს პრეზიდენტმა ლუის დე კარლოსმა "რეალის" მთავარ მწვრთნელად წარადგინა ალფრედო დი სტეფანო, ხოლო "კასტილიის" მწვრთნელად ამანსიო ამარო. ალფრედომ დატოვა მადრიდი 1964 წელს და დაბრუნდა 18 წლის შემდეგ. დი სტეფანომ ხელი მოაწერა 2 წლიან კონტრაქტს და მაშინვე მოიგო ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, მწვრთნელის რანგში რა თქმა უნდა.
1983/1984 წლების სეზონის ბოლოს დი სტეფანომ კვლავ დატოვა კლუბი. მას კონტრაქტი დაუმთავრდა 1984 წლის 30 ივნისს და პრეზიდენტმა გადაწყვიტა აღარ გაეგრძელებინა მისთვის კონტრაქტი.
1984 წლის 12 დეკემბერს ემილიო ბუტრაგენიომ ევროპას აჩვენა თავისი შესანიშნავი თამაში ბელგიური "ანდერლეხტის" წინააღმდეგ. ბელგიელებს პირველი მატჩი მოგებული ჰქონდათ 3-0 და თავი უკვე "უეფას თასის" შემდეგ ეტაპზე გასულები ეგონათ, მაგრამ ბუტრაგენიომ ყველა მათი ოცნება დაამსხვრია. ემილიომ გაიტანა 3 გოლი, 2 ვალდანომ და 1 სანჩისმა. საბოლოო ანგარიში 6-1.
თავის ისტორიაში პირველი ორი "უეფას თასი" "რეალმა" ერთმანეთის მიყოლებით მოიგო. პირველი უნგრეთის "ვიდეოტონის" წინააღმდეგ (3-0; 1-0). მეორე გერმანული "კიოლნის" წინააღმდეგ (5-1; 0-2).
1986/1987 წლების სეზონი ჩაიწერა ესპანეთის ფეხბურთის ისტორიაში როგორც ყველაზე გრძელი სეზონი. 34 ტურის შემდეგ, გუნდებმა კიდევ 10 მატჩი გამართეს. პირველ ექვს ადგილზე გასული გუნდი იბრძოდა ჩემპიონის ტიტულისათვის (რომელიც ბოლოს "რეალმა" მოიგო), მეორე ექვსეული "უეფას თასზე" გამსვლელი ადგილისათვის და ბოლო ექვსეული პირველ დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისათვის.
"რეალმა" ბუტრეგენიოსთან და დანარჩენებთან ერთად მოიგო 5 ლა ლიგა ზედიზედ და გაიმეორა 1960/61 – 1964/65 წლებში მიღწეული რეკორდი. 1989/90 წლების სეზონში "რეალმა" დაამყარა კიდევ ერთი რეკორდი, გაიტანა 107 გოლი 28 თამაშში. ამ წლებში საუკეთესონი იყვნენ ბუტრაგენიო და უგო სანჩესი, რომელმაც მიიღო ოქროს ბუცი სოფიის "ცსკას" ფეხბურთელ ხრისტო სტოიჩკოვთან ერთად.
1990 წლის 17 ნოემბერს ჯონ ბენჟამინ ტოშაკის გაშვების შემდეგ გუნდი ჩაიბარა ალფრედო დი სტეფანოსა და ხოსე ანტონიო კამაჩოს დროებითმა წყვილმა. ამ დროისათვის პრეზიდენტი ცდილობდა დაერწმუნებინა ლუის არაგონესი დაეტოვებინა "ესპანიოლი" და გადმოსულიყო მადრიდში სამუშაოდ. არაგონესმა არ ისურვა კატალონიური კლუბის დატოვება და "რეალის" მწვრთნელად დანიშნეს რადომირ ანტიჩი.


No comments:

Post a Comment