Thursday, March 10, 2011
Real Madrid (1971-1980)
მადრიდის "რეალმა" უეფას თასზე პირველად ითამაშა 1970/1971 წლების სეზონში და გავიდა ფინალში. ფინალამდე მათ დაამარცხეს "ჰიბერნიანი", "ინსბურკი", "კარდიფ სიტი" და "პსვ". საბერძნეთის სტადიონ "კარაიკირისზე" 1971 წლის 19 მაისს ერთმანეთს შეხვდნენ "რეალი" და "ჩელსი". ძირითადი დრო დასრულდა 1-1, დამატებით დროში კი ვერცერთმა გუნდმა ვერ შესძლო გადამწყვეტი გოლის გატანა. ვინაიდან მაშინ პენალტების სერია არ იყო, გუნდებმა ითამაშეს მეორე მატჩი, რომელიც შედგა 21 მაისს და "ჩელსიმ" გაიმარჯვა 2-1.
1973 წლის 8 სექტემბერს შეიქმნა ”სანტიაგო ბერნაბეუს” გადაკეთების პროექტი. ახალი პროექტის მიხედვით სტადიონის ტევადობა უნდა გაზრდილიყო 125 000 მაყურებლამდე და უნდა მოწყობილიყო 8 000 ავტომობილზე გათვალისწინებული პარკირების მოედანი. ქალაქის მერმა კარლოს არიას ნავარომ პროექტი დაბლოკა.
მიგელ მუნიოსი "რეალის" მწვრთნელი გახდა 1960 წელს, როდესაც ეს პოსტი დატოვა ფლეიტას სოლიჩმა. მუნიოსს პოსტის დატოვების მომენტისათვის "რეალთან" ერთად მოგებული ჰქონდა: 9 ესპანეთის ჩემპიონობა, 2 ესპანეთის თასი, 2 ჩემპიონთა ლიგა და 1 საკონტინენტთაშორისო თასი. 14 ტიტული 14 სეზონში. 1974 წლის 15 იანვარს სანტიაგო ბერნაბეუმ გაანთავისუფლა მუნიოსი. ლუის მილოვანმა შეცვალა "რეალის" მწვრთნელის პოსტზე ცოცხალი ლეგენდა.
1974/1975 წლების სეზონის შემდეგ ლუის მილოვანის პოსტი დაიკავა იუგოსლაველმა მილან მილიანიჩმა. მან კონტრაქტს ხელი მოაწერა 1974 წლის 5 ივლისს და მას შემდეგ გუნდი აჩვენებდა არაშთამბეჭდავ ფეხბურთს, რომელიც ძირითადად დამყარებული იყო ფიზიკურ მომზადებასა და პრიმიტიულ ტაქტიკურ სქემებზე. ამ სტრატეგიამ გუნდს მოაგებინა 2 ლა ლიგა და 1 ესპანეთის თასი 3 სეზონში. მეორე იუგოსლაველმა ვუიდან ბოშკოვმა გუნდი ჩაიბარა 1979 წელს და მას წვრთნიდა 1981/1982 წლების ნახევრამდე. მან გუნდთან ერთად მოიგო ლა ლიგა და ესპანეთის თასი.
ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი ღამე "სანტიაგო ბერნაბეუზე" იყო 1975 წლის 5 ნოემბრის ღამე. "რეალს" პირველი მატჩი "დერბი ქაუნთთან" წაგებული ჰქონდა 4-1. "ჩემპიონთა ლიგის" მერვედფინალის განმეორებითი მატჩში "რეალმა" ძირითადი დრო მოიგო 4-1, დამატებით დროში კი სანტილიანამ გაიტანა გამარჯვების გოლი. ეს იყო მადრიდელთა დაბრუნების დასაწყისი.
"რეალის" 75 წლის იუბილე არ სარგებლობდა გულშემატკივრების მხარდაჭერით გუნდის მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ის იყო, რომ სანტიაგო ბერნაბეუმ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა პრეზიდენტის პოსტი. იუბილეს აღსანიშნავად ჩატარდა ტურნირი არგენტინის ნაკრებს, ირანის ნაკრებს, მაროკოს გუნდ "მოლოუდია ჩაბაიასა" და მადრიდის "რეალს" შორის. "რეალისა" და არგენტინის ნაკრების შეხვედრისას სტადიონი ნახევრად ცარიელი იყო. "თეთრებმა" გაიმარჯვეს 1-0 ვისენტე დელ ბოსკეს გოლის წყალობით.
სანტიაგო ბერნაბეუ გარდაიცვალა საკუთარ სახლში 1978 წლის 2 ივნისს, 83 წლის ასაკში. მისმა სიკვდილმა წერტილი დაუსვა მის 35 წლიან პრეზიდენტობას. მადრიდის "რეალს" უსამძიმრებდნენ მთელი მსოფლიოდან. დაკრძალვის ცერემონია ჩატარდა 3 ივნისს ბერნაბეუს სოფელ "ალმანასში".
რაიმუნდო საპორტამ დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები. 1978 წლის 26 ივლისი იყო ბოლო ვადა კანდიდატურის წარსადგენად. კლუბის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ლუის დე კარლოსმა წარმოადგინა 3 352 ხმა მის სასარგებლოდ იმ დროისათვის, როცა მისმა კონკურენტებმა გინეკოლოგმა კამპოს გილმა და ყვავილების გამყიდველმა ხოსე დაგერემ ხმების მინიმალური რაოდენობაც ვერ შეაგროვეს. ლუის დე კარლოსი გახდა "რეალის" პრეზიდენტი.
1980 წლის 4 ივნისს "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგა ყველაზე "თეთრი" ესპანეთის თასის ფინალი. ერთმანეთს შეხვდა "მადრიდის რეალი" და "კასტილია" ("რეალის" მეორე გუნდი). "კასტილია" შეიქმნა 1972 წლის 21 ივლისს. მან ფინალამდე დაამარცხა: "ჰერკულესი", ბილბაოს "ატლეტიკი", "რეალ სოსიედადი" და ხიხონის "სპორტინგი". მადრიდის "რეალმა" ფინალში გაანადგურა ისინი 6-1.
1980 წელს "რეალი" დაასახელეს ევროპის საუკეთესო გუნდად. მხედველობაში იქნა მიღებული იმ წელს მოგებული ლა ლიგა და ესპანეთის თასი, ასევე ის რომ "რეალი" გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment