Thursday, March 10, 2011

Real Madrid (1961-1970)



მადრიდის "რეალი" პირველად გამოვარდა ჩემპიონთა თასიდან 1960 წლის ნოემბერში "ბარსელონასთან". კატალონიელების ამ გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშეს ინგლისელმა არბიტრებმა ელისმა და ლიფმა. ელისი მსაჯობდა პირველ მატჩს "სანტიაგო ბერნაბეუზე". მან დანიშნა უსამართლო თერთმეტმეტრიანი "რეალის" კარში, მატჩი დასრულდა 2-2. "კამპ ნოუზე" ლიფმა არ ჩათვალა "რეალის" მიერ გატანილი 4 გოლი. "ბარსელონამ" მოიგო 2-1. საერთაშორისო პრესამ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა ორივე არბიტრი. ასევე პრესაში გაჩნდა ტერმინი "მადრიციდი"(სუიციდი).
მადრიდის "რეალმა" "ბარსელონაზე" შური იძია 11 დღის შემდეგ, მოუგო რა 4 დეკემბერს "კამპ ნოუზე" 5-3.
1961 წლის 8 თებერვალს "რეალმა" პირველად ითამაშა "მარაკანაზე". ისინი შეხვდნენ "ვასკო და გამას". პირველი ტაიმის ბოლოს ბრაზილიელები იგებდნენ 2-0-ს. მეორე ნახევარში მადრიდის "რეალმა" იპოვა თავისი თამაში და მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა.
ჩილეში მიმდინარე 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების მთვარმა მწვრთნელმა პაბლო ჰერნანდეს კორონადომ მიიწვია მადრიდის "რეალის" 7 ფეხბურთელი. ესენი იყვნენ: დი სტეფანო, სანტამარია, პუშკაში, პაჩინი, დელ სოლი, ჰენტო და არაკისტინი. სამწუხაროდ დი სტეფანომ ტრამვა მიიღო და ტურნირის გამოტოვება მოუწია.
ალფრედო დი სტეფანო გაიტაცეს კარაკასის სასტუმრო "პოტომაკიდან", სადაც იმყოფებოდა მადრიდის "რეალი" საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის დროს. ის გაიტაცეს 1963 წლის 21 აგვისტოს ღამით, გამტაცებლები იყვნენ ვენესუელის განმანთავისუფლებელი ფრონტის წევრები, დი სტეფანო გაანთავისუფლეს 3 დღის შემდეგ.
1956 წლის გენერალურ ასამბლეაზე ერთხმად იქნა მიღებული წინადადება იმის შესახებ, რომ აშენებულიყო პირველი "რეალ მადრიდ სიტი". 7 წლის შემდეგ 1963 წლის 18 მაისს შედგა გახსნა. ჩატარდა ტურნირი მსუბუქ ტანვარჯიშში.
ალფრედო დი სტეფანომ თავისი ბოლო მატჩი "რეალის" შემადგენლობაში ითამაშა ვენის სტადიონ "პრატერზე" მილანის "ინტერის" წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის მე-8 ფინალში სადაც იტალიელებმა იმარჯვეს 3-1. დი სტეფანოს ჰქონდა კონფლიქტი გუნდის მთავარ მწვრთნელ მიგელ მუნიოსთან, სანტიაგო ბერნაბეუმ კი ამ უკანასკნელის მხარე დაიჭირა. პრეზიდენტმა შესთვაზა მას დარჩენილიყო კლუბში სხვა თანამდებობაზე. მან უარი განაცხადა და გადავიდა "ესპანიოლში".
მადრიდის "რეალი" არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც ორჯერ მოიგო 5 ლა ლიგა ზედიზედ. პირველად ეს მოხდა 1960/1961 – 1964/1965 წლების სეზონში, მათ ეს შედეგი გაიმეორეს 1985/1986 – 1989/1990 წლებში. არცერთ სხვა ესპანურ გუნდს არ აქვს ეს რეკორდი განმეორებულიც კი.
რადიკალურმა ცვლილებებმა მუნიოსის გუნდში შედეგი მოიტანა 1966 წელს. მაშინ მათ მეექვსედ აღმართეს "ჩემპიონთა ლიგის" თასი. 1966 წლის 11 მაისს ბრიუსელის სტადიონ "ჰეისელზე" "რეალმა" დაამარცხა ბელგრადის "პარტიზანი" 2-1. გუნდის შემადგენლობა: არაკისტაინი, პაჩინი, დე ფელიპე, სანჩისი, პირიე სოკო, სერენა, ამანსიო, გროსო, ველასკესი, ჰენტო.
როგორც იყო მიღებული, გაიმართა სამი მატჩი რათა გაეცილებინათ სამი ლეგენდარული ფეხბურთელი: დი სტეფანო, სანტამარია და პუშკაში. ისინი უკვე იყვნენ კლუბის ლეგენდები. გულშემატკივრებმა მათ დაუვიწყარი აპლოდისმენტები 

აჩუქეს.


No comments:

Post a Comment