Thursday, March 10, 2011

Real Madrid (1911-1920)


ანტონი, მარსელო და სანტიაგო ბერნაბეუ შეუერთდნენ "საფეხბურთო კლუბ მადრიდს" მე-20 საუკუნის დასაწყისში და სამუდამოდ დატოვეს კვალი მის ისტორიაში. ანტონის ჰქონდა ორგანიზაციული ნიჭი: ის იყო საფეხბურთო კლუბ "ბოლონიის" ერთ-ერთი ჩამომყალიბებელი, შემდეგ იგი გახდა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. მარსელო იყო წამყვანი მოთამაშე, სანტიაგო ბერნაბეუ კი იყო ყველაფერი გუნდისათვის: მოთამაშე, დელეგატი, დირექტორი, უბრალო თანამშრომელი და პრეზიდენტი.
სანტიაგო ბერნაბეუს ჰქონდა დებიუტი 1912 წლის 3 მარტს, როდესაც ის ჯერ კიდევ 16 წლის იყო. ეს იყო ამხანაგური მატჩი ინგლისურ სპორტულ კლუბთან. მატჩი შედგა "pradera del corregior"-ის მოედანზე მდინარე კანზარესის პირას. მადრიდულმა გუნდმა გაიმარჯვა 2-1. ბერნაბეუ თამაშობდა მარცხენა ნახევარმცველად, მან გაიტანა გადამწყვეტი გოლი.
ადოლფო მელენდესი რომელიც ორჯერ 1908-1910 და 1913-1916 წლებში იყო "რეალის" პრეზიდენტი, ხელმძღვანელობდა შეხვედრას მადრიდში, რომლის დროსაც შეიქმნა "madrilenian F A". მან ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმად უნდა ჩატარებულიყო ქალაქ მადრიდის ჩემპიონატი და გამარჯვებულს უნდა ეთამაშა ესპანეთის ჩემპიონატში.
1912 წლის 31 ოქტომბერს შედგა სტადიონ "o’donell"-ის გახსნა. იმ მოხალისეებს შორის რომლებიც მუშაობდნენ სტადიონის მშენებლობაზე. იყვნენ ძმები სანტიაგო და მარსელო ბერნაბეუები. მათ გაწეული სამუშაოსათვის არ აუღიათ არც ერთი პესეტი. სტადიონს ჰქონდა ხის ტრიბუნები რომელიც 200 მაყურებელს იტევდა. მშენებლობაზე დაიხარჯა 13 000 პესეტი. მოედნის გახსნაზე შედგა მატჩი ირანის "სპორტინგთან" და იგი 0-0 დასრულდა.
ქალაქის რეგიონალური ჩემპიონატი ყოველთვის დაკავშირებული იქნება მადრიდის "რეალის" ისტორიასთან. მადრიდელებმა 18 ჩატარებული ტურნირიდან 12-ში იმარჯვეს.
1916 წლის ესპანეთის თასის ნახევარფინალი, "მადრიდი - ბარსელონას" შორის, ჩამოყალიბდა სამუდამო დაპირისპირებად. იმის გამო, რომ მაშინ დამატებითი დრო არ არსებობდა, გუნდებს გამარჯვებულის გამოსავლენად 4 მატჩის ჩატარება დასჭირდათ. პირევლი მატჩი "ბარსელონამ" მოიგო 2-1, მაგრამ მეორე თამაშში მადრიდელებმა ღისეული რევანში აიღეს და გაანადგურეს კატალონიელები 4-1. მე-4 თამაშის პირველი ტაიმის ბოლოს საერთო ანგარიში იყო 6-6. შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე ცნობილმა ბარსელონელმა "romperego" პაულინიო ალკანტარამ გახსნა ანგარიში, შემდეგ სანტიაგო ბერნაბეუმ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი. მეორე ტაიმში მადრიდელებს გაეხსნათ არავინ იცის მერამდენე სუნთქვა და გაიტანეს 4 გოლი, რასაც კატალონიელებმა მხოლოდ ერთით უპასუხეს.
ასეთი მარათონის შემდეგ (ერთ კვირაში 4 მატჩი) მადრიდელები ფეხზე ძლივს იდგნენ და მხოლოდ სასწაულით გადაურჩნენ ტრამვებს. ამის გამო ისინი ფინალში ბილბაოს "ატლეტიკთან" დამარცხდნენ 4-0.
"ბარსელონასთან" ნახევაფინალის ბოლო მატჩის დროს, კატალონიელებმა 7 წუთით ადრე დატოვეს მოედანი რადგან ისინი თვლიდნენ რომ "თეთრებმა" მე-4 გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანეს. ფინალის დროს რომელიც ბარსელონაში იმართებოდა, ესპანეთის გვარდია იცავდა გასახდელისკენ მიმავალ მადრიდელებს, მოგვიანებით კი მათი ავტობუსი და სასტუმრო სადაც ისინი იყვნენ დაბანაკებულნი გახდა კატალონიელების მიერ ნასროლი ქვების მსხვერპლი. ასე დაიწყო "საომარი მოქმედებები" ამ ორ კლუბს შორის.
1920 წლის 20 ივნისს კლუბმა მიიღო ჯილდო მისი უდიდებულესობა ალფონსო XIII-საგან, რომელმაც "მადრიდს" უბოძა ტიტული "სამეფო", რომელიც ესპანურად ჟღერს როგორც "რეალ". გუნდის ხელმძღვანელობა მოუთმენლად ელოდა მეფის ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას, რომელმაც იურიდიულად შეუცვალა კლუბს სახელი.
1920 წელს "მადრიდის რეალი" გაემგზავრა თავის პიველ ტურნეში, მათ უნდა გაემართათ 5 მატჩი იტალიაში. ეს ტურნე ორგანიზებული იყო ნატალიო რივასის მიერ რომელიც "ბოლონიის" ერთ-ერთი ჩამომყალიბებელი და "მადრიდის" ფეხბურთელი გახლდათ. ამ ტურნეს ბიუჯეტი ძალიან მცირე იყო და ამიტომ ფეხბურთელები იძულებულნი იყვნენ ესადილათ ყველაზე იაფ რესტორანში რომელსაც კი ნახავდნენ.

No comments:

Post a Comment